ავტორიზაცია

"ზიდანს სხვა მწვრთნელი ვარჩიეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტის თქმით, ზიზუზე უარი მათ თავად თქვეს

"ზიდანს სხვა მწვრთნელი ვარჩიეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტის თქმით, ზიზუზე უარი მათ თავად თქვეს
თარიღი 21 ივნ 2022, 21:26

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ იქნება.

ფრანგული პრესა წერდა, რომ ზიზუ „პსჟ-ში“ დანიშვნასთან იმდენად ახლოს იყო, რომ პარიზელებს ოფიციალური განცხადებაც კი მომზადებული ჰქონდათ. თუმცა, მწვრთნელმა ბოლო მომენტში უარის თქმა გადაწყვიტა.

თავად ალ-ხელაიფი კი ამტკიცებს, რომ ზიდანზე უარი მათ თავად თქვეს:

„ზიდანს სხვა მწვრთნელი ვარჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ სპეციალისტი, რომელიც საუკეთესო იქნება იმისთვის, რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს.“ - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

იტალიელი ინსაიდერის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „პსჟ“ ოფიციალურად დაადასტურებს „ნიცას“ მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს დანიშვნას.