"რატომ ვთქვი უარი შარშან რეალის 180-მილიონიან შეთავაზებაზე?", - პსჟ-ს პრეზიდენტი

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს გუნდში დარჩენაზე ისაუბრა და განმარტა მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა გასულ ზაფხულს „რეალის“ 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა.
„გასულ ზაფხულს „რეალის“ 180-მილიონიანი შეთავაზება უარით გავისტუმრე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მბაპეს „პსჟ-ში“ უნდოდა დარჩენა.
მას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი რა სურს მას და მის ოჯახს და ეს ნამდვილად არ არის ფული. მან აქ, საკუთარ ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა.
ხალხი ამბობს, რომ მბაპე აქ ფულის გამო დარჩა, მაგრამ „რეალი“ მას ჩვენზე გაცილებით მეტ ფულს სთავაზობდა. ისინი მზად იყვნენ, შარშანდელი 180 მილიონი ჩაედოთ ამ ტრანსფერში, რადგან ამჟამად ის უფასო იყო.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მბაპემ გასული წლის ოქტომბერში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ თავად განაცხადა, რომ „პსჟ-დან" წასვლას ითხოვდა და გუნდიდან წასვლის სურვილი ევრო 2020-ს დასრულების შემდეგ გამოთქვა.