ავტორიზაცია

ედინ ჯეკოს შეძენა ორ ევროპულ გრანდს სურს, ინტერმა ფეხბურთელი შესაძლოა უფასოდ გაუშვას

ედინ ჯეკოს შეძენა ორ ევროპულ გრანდს სურს, ინტერმა ფეხბურთელი შესაძლოა უფასოდ გაუშვას
თარიღი 21 ივნ 2022, 22:25

თავდამსხმელი ედინ ჯეკო „ინტერიდან“ შესაძლოა ამ ზაფხულს წავიდეს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, არ არის გამორიცხული, მილანურმა კლუბმა ბოსნიელი თავდამსხმელი უფასოდ გაუშვას.

36 წლის ფეხბურთელზე პრეტენზიას „ვალენსია“ აცხადებს, რომელმაც ფეხბურთელით დაინტერესება უკვე გამოთქვა და ასევე „იუვენტუსიც“.

ჯეკო „იუვეს“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის მოსწონს, რომელიც ბოსნიელს, ალვარო მორატას გუნდში ვერ შენარჩუნების შემდეგ, დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად მოიაზრებს.

ჯეკო „ინტერში“ „რომადან“ გასულ ზაფხულს გადავიდა და სეზონი საკმაოდ სოლიდურ დონეზეც ჩაატარა, თუმცა რომელუ ლუკაკუს დაბრუნება მის პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს.