ავტორიზაცია

მორიგი სატრანსფერო საპნის ოპერა იწყება - პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა

მორიგი სატრანსფერო საპნის ოპერა იწყება - პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა
თარიღი 22 ივნ 2022, 10:18

არის ალბათობა, რომ ამ ზაფხულს „პსჟ-ს" და ნეიმარის გზები გაიყაროს.

როგორც Footmercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, პარიზულმა კლუბმა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ტრანსფერზე დააყენა.

ახალი სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშის მოსვლით პარიზში ახალი პროექტი იწყება, რომლის ნაწილიც ნეიმარი არ არის და გუნდი მის გაყიდვას დათანხდემაბა, თუ რომელიმე კლუბი „პსჟ-ს" მოსაწონი შეთავაზებით მიმართავს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელ კლუბებს სურთ ბრაზილიელის შეძენა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კამპუშმა ნეიმარის დამატება „იუვენტუსს" შესთავაზა.

ბრაზილიის ნაკრების ათიანი „პსჟ-ში" 222 მილიონ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ეს ტრანსფერი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია.