ავტორიზაცია

ნასერ ალ-ხელაიფი: "არის თუ არა ნეიმარი ჩვენი სამომავლო პროექტის ნაწილი?"

ნასერ ალ-ხელაიფი: "არის თუ არა ნეიმარი ჩვენი სამომავლო პროექტის ნაწილი?"
თარიღი 22 ივნ 2022, 01:12

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა Marca-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნეიმარის მომავალზეც ისაუბრა.

ნასერ ალ-ხელაიფის ინტერვიუს მცირე და საინტერესო ნაწილები უკვე ჩვენს საიტზე დევს და შეგიძლიათ, სიახლეებს თვალი გადაავლოთ. ამ კონკრეტულ ნიუსში კი პარიზელთა პრეზიდენტის მიერ ნეიმარის მომავალზე ნათქვამ ციტატას გთავაზობთ:

„არის თუ არა ნეიმარი „პსჟ-ს“ პროექტის ნაწილი? ასეთ საკითხებზე მედიასთან ვერ ვილაპარაკებ.

ზოგი ფეხბურთელი დაგვტოვებს, ზოგიც შემოგვიერთდება, მაგრამ ეს ყველაფერი პირადი მოლაპარაკებებია.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.