ავტორიზაცია

"ვინც ჩვენი პროექტის ნაწილი არ არის, უნდა წავიდეს", - ალ-ხელაიფის კატეგორიული განცხადება

"ვინც ჩვენი პროექტის ნაწილი არ არის, უნდა წავიდეს", - ალ-ხელაიფის კატეგორიული განცხადება
თარიღი 21 ივნ 2022, 22:04

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა თავისი გუნდის ფეხბურთელებს პრესიდან მიმართა.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი პროექტის გეგმებში არ შედიან, გუნდი ამ ზაფხულსვე უნდა დატოვონ, სხვა გზა არ არის.

ზოგმა ფეხბურთელმა სიტუაციით ისარგებლა... თუმცა ამიერიდან, ყველაფერი ძალიან გასაგებად და მკაფიოდ არის.“ - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

პრესაში ჯერჯერობით არ ვრცელდება სახელები, თუ ვინ იგულისხმა ალ-ხელაიფიმ კონკრეტულად. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე „პსჟ“ ოფიციალურად დატოვა ანხელ დი მარიამ, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და ჯერჯერობით თავისუფალი აგენტია.