ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ პსჟ-ში მხოლოდ პარიზელი ფეხბურთელები თამაშობდნენ"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ პსჟ-ში მხოლოდ პარიზელი ფეხბურთელები თამაშობდნენ"
თარიღი 21 ივნ 2022, 23:12

ნასერ ალ-ხელაიფის სურს, რომ „პსჟ-შ“ მხოლოდ პარიზელი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

„ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ, მსოფლიოს საუკეთესო სავარჯიშო ცენტრი და პროექტი გვექნება.

ჩემი მიზანი უახლოესი რამდენიმე წლით არის ის, რომ გუნდში მხოლოდ პარიზელი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ჩვენი რეგიონის საუკეთსოები იმსახურებენ იმას, რომ „პსჟ-ში“ თამაშობდნენ, ეს დიდი მიზანია.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა La Parisien-თან ინტერვიუში.

რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყატარელი მფლობელები 2022 წლის მუნდიალის შემდეგ „პსჟ-ს" გაყიდვას აპირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.