ავტორიზაცია

"ყოველწელს ერთიდაიგივე", - ალ-ხელაიფიმ ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა

"ყოველწელს ერთიდაიგივე", - ალ-ხელაიფიმ ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა
თარიღი 21 Jun 2022, 22:30

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის პრეტენზიებს უპასუხა.

ლა ლიგამ „პსჟ-ს“ უეფაში უჩივლა ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის ბრალდებით. მათ სურთ, რომ ორგანიზაციამ კილიან მბაპეს ახალ კონტრაქტს გადახედოს და შეძლებისდაგვარად გაანულოს კიდეც. ტებასი ამას ფეხბურთის სიწმინდეზე ზრუნვით ხსნის.

„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ამის გაკეთება შეგვიძლია და ვიცით. ჩვენ სტილში არ ჯდება სხვა ლიგებზე, კლუბებზე ან ფედერაციებზე ლაპარაკი.

არ ვაპირებთ ვინმეს ჭკუა ვასწავლოთ და არც არავის მივცემთ უფლებას, აქეთ გვასწავლონ. ყოველწელს ერთიდაიგივე ხდება, ჩვენ კი პროექტის შენებას გავაგრძელებთ.“ - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.