ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: „ზიდანი ძალიან მიყვარს, მაგრამ მასთან კავშირზე არც კი გავსულვართ“

პსჟ-ს პრეზიდენტი: „ზიდანი ძალიან მიყვარს, მაგრამ მასთან კავშირზე არც კი გავსულვართ“
თარიღი 22 ივნ 2022, 12:36

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პრესასთან საუბარში დასძინა, რომ მის გუნდში მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა არც განიხილებოდა.

ეს სიტყვები ძალიან ეწინააღმდეგება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების ინფორმაციას, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მეტიც, ზიზუ „პარკ დე პრენსზე“ დანიშვნასთან ახლოსაც კია.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზიდანთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია: არც პირდაპირი და არც ირიბი.

ზიდანი ძალიან მიყვარს, როგორც მწვრთნელიც და როგორც ფეხბურთელიც. მისი დაპატიჟებით ბევრი გუნდი ინტერესდება, მათ შორის - ნაკრებებიც, თუმცა ჩვენ მასთან კავშირზე არ გავსულვართ.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ პრეზიდენტმა.