ავტორიზაცია

გაბრიელ ჟესუსი ახალ გუნდს უახლოვდება - ბოლო დეტალებია მოსაგვარებელი

გაბრიელ ჟესუსი ახალ გუნდს უახლოვდება - ბოლო დეტალებია მოსაგვარებელი
თარიღი 22 ივნ 2022, 17:11

დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი გაბრიელ ჟესუსი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იმყოფება - უახლოეს პერიოდში, „არსენალს“ ბოლო დეტალები ექნება მოსაგვარებელი, როგორც კლუბთან, ისე უშუალოდ ფეხბურთელთან.

„მეთოფეებს“ ხელს ის უწყობს, რომ თავად ბრაზილიელ ფორვარდს „ეტიჰადის“ დატოვება სურს და „არსენალში“ გადასვლასაც მიესალმება. 

სიტუაციას აკვირდებიან „ტოტენჰემი“ და „პსჟ-ც“, რომლებიც შანსის გამოჩენის შემთხვევაში მზად არიან ჟესუსისთვის იბრძოლონ, თუმცა ამ მომენტისთვის, ფეხბურთელის გადაბირების ფავორიტად „არსენალი“ მოიაზრება.