ცნობილი გახდა რომელუ ლუკაკუს ჩელსიდან ინტერში დაბრუნების საინტერესო დეტალები
29 წლის ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მომდევნო კვირაში „ინტერში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება.
როგორც ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, კლუბებმა მშრალ იჯარაზე მოილაპარაკეს, რომლის დასრულებისასაც „ინტერს“ ფეხბურთელის ავტომატურად გამოსყიდვის შესაძლებლობა ან ვალდებულება არ ექნება.
მილანურ გუნდში დაბრუნებისთვის, ლუკაკუ ხელფასის საგრძნობ შემცირებას დათანხმდა - „ჩელსიში“ ის წლიურად 12 მილიონ ევროს იღებდა, „ინტერში“ კი 8-ს მიიღებს.
ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარა „ინტერს“ 8 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ 4 მილიონი კი შესაძლო ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ გადავიდა.