ავტორიზაცია

ტრანსფერზე დაყენების შემდეგ, ნეიმარს პირველი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ტრანსფერზე დაყენების შემდეგ, ნეიმარს პირველი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 22 ივნ 2022, 23:40

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ტურინელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გუნდის გაძლიერებას ითხოვს და კლუბის ხელმძღვანელობა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის სამხრეთამერიკელი "პსჟ"-ს ყატარელი ხელმძღვანელებისა და პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშის სამომავლო გეგმებში არ შედის.

მოგეხსენებათ, ნეიმარი ფრანგულმა კლუბმა 2017 წლის ზაფხულში კატალონიის "ბარსელონადან" დღემდე რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.