ავტორიზაცია

მანე: "კლოპს დიდი გული აქვს, ძალიან დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ვარ"

მანე: "კლოპს დიდი გული აქვს, ძალიან დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ვარ"
თარიღი 22 Jun 2022, 23:56

"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა, ამიერიდან კი "ბაიერნის" თავდამსხმელმა, სადიო მანემ მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელი "რეკორდმაისტერმა" 32 მილიონ ევროდ შეიძინა.

– რამდენად მოგეწონა იურგენთან ერთად მუშაობა? დაგეხმარა თუ არა, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს?

"დიახ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, პირველივე დღიდან, როცა "ლივერპულში" გადასვლაზე ველაპარაკე, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, შესანიშნავი მწვრთნელია. დიდი გული აქვს".

"ცხადია, ძალიან დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ვარ, პერსონალს, ფეხბურთელებს, ყველას დაეხმარა. მე კი, როგორც ყოველთვის, ვამბობდი, რომ არასოდეს შევწყვეტდი თავდაუზოგავად მუშაობას", - ციტირებს მანეს სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი.