ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელს პოჩეტინოზე ნაკლები ხელფასი ექნება

შეთანხმება მიღწეულია — პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელს პოჩეტინოზე ნაკლები ხელფასი ექნება
თარიღი 23 Jun 2022, 00:23

"ნიცას" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან კომპრომისს მიაღწია.

ასე და ამგვარად, 55 წლის სპეციალისტი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გარდა ამისა, შეთანხმებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობაც.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, გალტიე "პსჟ"-ში ხელფასის სახით იმაზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე ამჟამად მაურისიო პოჩეტინო იღებს.

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი არგენტინელ სპეციალისტს კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებია.