ოუენი: "ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რატომ გადავიდა მანე ლივერპულიდან ბაიერნში"
ვეტერანი ფეხბურთელი, მაიკლ ოუენი თავდამსხმელ სადიო მანეს "ლივერპულიდან" "ბაიერნში" გადასვლით გაკვირვებულია.
"ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რატომ წავიდა მანე "ლივერპულიდან" "ბაიერნში", - წერს ინგლისელი სოციალურ ქსელში.
"აქ გამორჩეული იყო, ბრწყინვალედ იასპარეზა და ისტორიაში ისე შევა, როგორც კლუბის ლეგენდა", - ამბობს ოუენი.
მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელი "ლივერპულში" 2016 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან მერსისაიდელებთან ერთად 6 ტიტული მოიგო.
გასულ სეზონში მანემ ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.