ავტორიზაცია

რა პოზიცია უკავია ნეიმარს პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე?

რა პოზიცია უკავია ნეიმარს პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე?
თარიღი 23 ივნ 2022, 01:04

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის კონტრაქტი ავტომატურად 2027 წლამდე გახანგრძლივდება.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავსა და პარიზულ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტია გათვალისწინებული და ის 1 ივლისს ამოქმედდება, წერს L'Equipe.

"პსჟ"-მ 2021 წელს 30 წლის შემტევს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა. იმავე წლის 1 ივლისს თანამშრომლობა ავტომატურად 2026 წლამდე გაგრძელდა, 2022 წლის 1 ივლისს კი 2027 წლამდე გაგრძელდება.

"ნეიმარი "პსჟ"-ს პროექტითაა დაინტერესებული და მასში საკუთარი წვლილის შეტანა უნდა. წასვლას არ აპირებს", - ამბობს მისი ერთ-ერთი ნათესავი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთამერიკელი "პსჟ"-ს ყატარელი ხელმძღვანელებისა და პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშის სამომავლო გეგმებში არ შედის.

მოგეხსენებათ, ნეიმარი ფრანგულმა კლუბმა 2017 წლის ზაფხულში კატალონიის "ბარსელონადან" დღემდე რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში "პსჟ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.