დიდი დაბრუნება ჯერ კიდევ რეალურია?! ბარსელონას ნეიმარის შეძენა შესთავაზეს

„ბარსელონას" „პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარ ჯუნიორის შეძენა შესთავაზეს.
ინფორმაცია სპორტული ჟურნალისტი ხოსე ალვარესი El Chiringuito TV-ს ეთერში გააჟღერა. კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის 50 მილიონად შეძენის შეთავაზება მიიღო.
არ არის გამორიცხული, რომ „ბარსელონა" ტრანსფერზე დაფიქრდეს და „პსჟ-სთან" შევაჭრება სცადოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პსჟ-ს" ახალ პროექტში არ შედის და გუნდი მის გასხვისებას აქტიურად ცდილობს. პარიზელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა ვარსკვლავი „ბარსელონას" გარდა „იუვენტუსსაც" შესთავაზა.
ნეიმარი „კამპ ნოუზე" 2013-2017 წლებში თამაშობდა და „პსჟ-ში" სწორედ ამ გუნდიდან 222 მლნ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ, ბრაზილიელის „ბარსაში" შესაძლო დაბრუნებაზე არაერთხელ დაიწერა.