განახლებული რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ წარმატებული მატჩების შემდეგ?

ივნისის თვე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ვილი სანიოლის გუნდმა 3 მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა, სადაც საქართველოს ნაკრებს 20 ქულა მოემატა.
ჩვენი ნაკრები 3 საფეხურით დაწინაურდა და 82-ე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში 10 ქულით პირველ პოზიციაზეა და ახლოსაა ერთა ლიგის B ჯგუფში აღზევებასთან.