ავტორიზაცია

ოლივერ კანი: „ლევანდოვსკიზე არაფერი შეცვლილა, მას პირველ ვარჯიშზე მოუთმენლად ველოდებით“

ოლივერ კანი: „ლევანდოვსკიზე არაფერი შეცვლილა, მას პირველ ვარჯიშზე მოუთმენლად ველოდებით“
თარიღი 23 ივნ 2022, 17:14

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორმა, ოლივერ კანმა, რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ჩვენი გუნდი ტოპ-ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც ზედმიწევნით კარგად აკვირდებიან, როგორ ვძლიერდებით და აფასებენ, რამდენად გვაქვს მთავარი ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები.

რაც შეეხება რობერტს, თითქმის არაფერი შეცვლილა. მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და პირველ ვარჯიშზე მას მოუთმენლად ველოდებით. რობერტზე უკვე არაერთხელ გიპასუხეთ. სულ ვიმეორებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ეს სიტყვები ქმედებებითაც უნდა დავამტკიცოთ.

რა იქნება, თუ ბარსელონა უკეთეს შემოთავაზებას გაგიკეთებთ?

ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კლუბი მაქსიმალურად წარმატებული იყოს. წარსულში ლევანდოვსკიმ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის. მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სხვა ვარიანტებს ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ.“ - აღნიშნა გერმანელმა ექს-მეკარემ.