ავტორიზაცია

"ვერ ვხსნი, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი", - ოუენმა ლივერპულის ექსფეხბურთელს გადაწყვეტილება დაუწუნა

"ვერ ვხსნი, რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი", - ოუენმა ლივერპულის ექსფეხბურთელს გადაწყვეტილება დაუწუნა
თარიღი 23 ივნ 2022, 17:49

„ლივერპულის“ ექსფეხბურთელი მაიკლ ოუენი გაკვირვებულია, თუ რატომ გადაწყვიტა სადიო მანემ „ლივერპულის“ „ბაიერნზე“ გაცვლა.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი „ალიანც არენზე“ 32 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

„ჯერაც ვერ ვხვდები, რატომ წავიდა მანე „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“.

თუმცა, აქ მან თავი გამორჩეულ ფეხბურთელად დაგვანახა, შესანიშნავად თამაშობდა და კლუბის ისტორიაში ლეგენდად ჩაიწერა სახელი.“ - აღნიშნა ინგლისელმა ექსფეხბურთელმა.

სადიო „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო, მათ შორის თითო-თითო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.