ავტორიზაცია

ალ ხელაიფი: „შემდეგ სეზონში ისტორიაში საუკეთესო მესის ვიხილავთ“

ალ ხელაიფი: „შემდეგ სეზონში ისტორიაში საუკეთესო მესის ვიხილავთ“
თარიღი 23 ივნ 2022, 17:53

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ლეო მესის პირველ პარიზულ სეზონზე ისაუბრა.

მესი ცალკეულ განხილვას იმსახურებს. ეს ჩავარდნაა, თუ ადაპტაციის წელიწადი?

„დაუშვებელია ასე ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულზე ისაუბრა. მესიმ ისტორია შექმნა. ეს მისი საუკეთესო სეზონი არ ყოფილა, მაგრამ „ბარსელონაში“ 20-ზე მეტი წლის შემდეგ, ის ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, ახალ ლიგაში, ახალ გუნდში და ახალ კულტურაში მოვიდა. როგორც ის პირადად, ისე მისი ოჯახიც.

გარდა ამისა, მას კორონავირუსიც დაემართა, ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. შემდეგ სეზონში, ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მესის ვიხილავთ.

ეს ტრანსფერი ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული პირველივე წელს გამოვიდა. იგივე იქნება მბაპეს შემთხვევაშიც.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.