ავტორიზაცია

ალ ხელაიფი: „ამბობენ, რომ მბაპე პსჟ-ში ყველაფერს წყვეტს, მაგრამ მას მხოლოდ ერთი რამ უნდა“

ალ ხელაიფი: „ამბობენ, რომ მბაპე პსჟ-ში ყველაფერს წყვეტს, მაგრამ მას მხოლოდ ერთი რამ უნდა“
თარიღი 23 ივნ 2022, 14:40

„პსჟ-ს" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

„ის არის ფანტასტიკური ფეხბურთელი, რომელიც ყოველდღე ამტკიცებს რომ საუკეთესოა. მე ყველასგან მეტს ველი, მაგრამ მას ყველაფრის მოგება უნდა, ყველა მატჩის, ყველა წუთის.

ამბობენ, რომ ის კლუბში ყველაფერს წყვეტს, მაგრამ ერთადერთი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია - გამარჯვებაა. მას უყვარს ფეხბურთი, ის გამარჯვებულია. 

მას გააჩნია საკუთარი აზრი, შეუძლია სასარგებლო რჩევების მოცემა, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს. ასე რომ არ იყოს, ვიფიქრებდი, რომ მას „პსჟ-სთვის“ საჭირო მენტალიტეტი არ გააჩნია.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.