ალ-ხელაიფი: „რეალთან მატჩში ყველაფერი ჯარიმამ შეცვალა, იქამდე 60-70 წუთი ყველაფერს ვაკონტროლებდით“

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა, რომელიც „რეალთან“ მერვედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდა.
„მადრიდის ქამბექი ჩვენს წინააღმდეგ „ბერნაბეუზე“? ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია და არ შეგვიძლია თქმა, რომ მას აუცილებლად მოვიგებთ. თუმცა, ყველაფერი ჯარიმამ შეცვალა, მთელი დაპისიპირება.
იქამდე, 60 თუ 70 წუთის მანძილზე ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით. თუმცა, შეცდომებზეც სწავლობ და ჩვენ მენტალურად, როგორც კლუბი ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, მეტი თავდაჯერება გაგვაჩნდეს, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები შეიძლება მოხდეს.
უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ და ერთად ვიმოქმედოთ, რაც „რეალთან“ მატჩში არ მომხდარა, ეს სიმართლეა.“ - აღნიშნა ფუნქციონერმა.
ალ-ხელაიფიმ „რეალის“ პირველი გოლი იგულისხმა, როდესაც, მისი აზრით, კარიმ ბენზემა ჯანლუიჯი დონარუმას წინააღმდეგ დაჯარიმდა.