პსჟ-ს პრეზიდენტი: „თუ რეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ მოსწონს, მაშინ ამ ტურნირზე არც უნდა ითამაშოს“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, სუპერლიგის ჩაშლილ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც სათავეში ფლორენტინო პერესი, 11 სხვა ევროპულ გუნდთან ედგა. თუმცა მისი რეალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
„სუპერლიგა მკვდარია, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აღნიშნა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ტურნირზე თამაში არ მოსწონს.
თუ მათ არ მოსწონთ ეს ტურნირი, მაშინ ამ ტურნირზე არც უნდა ითამაშონ.“ - აღნიშნა ხელაიფიმ.
ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტედ მოგების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა აღნიშნა, რომ ახალ სეზონში მისი გუნდი მე-15 ტიტულის მოგებას შეეცდება, შემდეგი სეზონიდან კი ახალი ტურნირი, სუპერლიგა აიღებს სტარტს.