"წარმოუდგენელი იყო", - მანემ ლივერპულის რიგებში მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა გაამხილა
"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ მერსისაიდელთა რიგებში ასპარეზობისას მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა დაასახელა.
მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელი 22 ივნისს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდა.
– ძალიან რთული კითხვაა, რადგან არჩევანის გაკეთება გაგიჭირდება. უნდა აირჩიო შენი საყვარელი მომენტი "ლივერპულში" გატარებული პერიოდიდან. რას დაასახელებ?
"ვაუ! ვფიქრობ, კარგი კითხვაა, მაგრამ არა ყველაზე რთული".
"დავუბრუნდეთ 2019 წელს, როცა შინაურ კედლებში "ბარსელონა" დავამარცხეთ - წარმოუდგენელი იყო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ".
"ჩემთვის ეს საუკეთესო მოგონებაა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში", - ციტირებს მანეს სიტყვებს მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, 2018/19 წლების სეზონში "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონა" ანგარიშით 4:0 დაამარცხა, როცა პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" 0:3 ჰქონდა წაგებული.