ავტორიზაცია

ბერლუსკონისა და გალიანის კლუბი რეალის თავდამსხმელის ყიდვას გეგმავს

ბერლუსკონისა და გალიანის კლუბი რეალის თავდამსხმელის ყიდვას გეგმავს
თარიღი 23 ივნ 2022, 20:51

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ბორხა მაიორალმა კარიერა შესაძლოა "მონცაში" გააგრძელოს, წერენ იტალიურ მედიაში.

სერია ა-ს ახალწვეულმა 25 წლის ესპანელის ტრანსფერზე, რომელმაც გასულ სეზონი იჯარით "რომასა" და "ხეტაფეში" გაატარა, მოლაპარაკებები უკვე გამართა.

გარდა ამისა, "მონცა" "რომას" ნახევარმცველ გონსალო ვილიარის დამატების შესაძლებლობასაც განიხილავს. ამ უკანასკნელმა 2021/22 წლების სეზონში არენდით "ხეტაფეში" იასპარეზა.

მოგეხსენებათ, 2018 წლიდან "მონცას" მფლობელი "მილანის" ყოფილი მეპატრონე, სილვიო ბერლუსკონია, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობას ადრიანო გალიანი იკავებს, ვინც თავის დროზე აღნიშნულ პოსტს "როსონერიში" იკავებდა.

გასულ სეზონში მაიორალმა ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც გააკეთა, ხოლო 24 წლის ვილიარმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.