ავტორიზაცია

პსჟ შკრინიარს მიმზიდველ ხელფასს სთავაზობს, თუმცა ინტერს ფასზე ვერ უთანხმდება

პსჟ შკრინიარს მიმზიდველ ხელფასს სთავაზობს, თუმცა ინტერს ფასზე ვერ უთანხმდება
თარიღი 23 Jun 2022, 20:59

"პარი სენ ჟერმენი" "ინტერის" ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს, პარიზელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 7,5 მილიონი ევრო (+ ბონუსები) უხადონ.

გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-მ "ნერაძურის" შკრინიარის სანაცვლოდ 60 მილიონი შესთავაზა, თუმცა, როგორც აქამდე გაირკვა, მილანელებს არანაკლებ 80 მილიონის მიღება სურთ.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკ უკანახაზელს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.