ავტორიზაცია

ნეიმარის ყოფილი აგენტი: "ერთი ოცნება აქვს, რომელიც პსჟ-ს უკავშირდება"

ნეიმარის ყოფილი აგენტი: "ერთი ოცნება აქვს, რომელიც პსჟ-ს უკავშირდება"
თარიღი 23 ივნ 2022, 21:25

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის ყოფილმა აგენტმა, ვაგნერ რიბერომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

– როგორ ფიქრობთ, "პსჟ"-ში ნეიმარის ეპოქა დასრულდა? კლუბის შეცვლა მისთვის კარგი იქნებოდა?

"ნეიმარს ერთი ოცნება აქვს - გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "პარი სენ ჟერმენთან ერთად".

"მიუხედავად შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ყველა ჭორისა, ძალიან მოტივირებულია და არ გაჩერდება, სანამ ამ მიზანს არ მიაღწევს", - დასძინა რიბეირომ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს აგენტი მუშაობდა ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერზე, რომელიც 2013 წლის 1 ივლისს დაიხურა.