ცნობილი გახდა ხელფასი, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი პოგბას ახალი კონტრაქტის მიხედვით სთავაზობდა
ცნობილი გახდა იმ ახალი კონტრაქტის პირობები, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველ პოლ პოგბას სთავაზობდა.
ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ის ჟურნალისტი, კავე სოლჰეკოლი იუწყება, ტურინელები ფრანგ სუპერვარსკვლავს კვირაში ხელფასის სახით დაახლოებით 300 ათას ფუნტს ჰპირდებოდნენ.
29 წლის ფეხბურთელი ამ თანხამ არ დააკმაყოფილა და წინადადებაზე უარი თქვა.
მოგეხსენებათ, პოგბა ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი "იუვენტუსში" გადასვლასთან არის ახლოს.
გასულ სეზონში პოლმა ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასიც მიითვალა.