"მისი საქციელი საერთოდ არ მომეწონა", - პოგბამ მანჩესტერში მოურინიოსთან კონფლიქტის მიზეზი გაიხსენა
მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაუფუჭდა ურთიერთობა გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა.
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ტრავმა მივიღე. მაიამიში გამგზავრება და აღდგენითი პროცესების იქ გავლა გადავწყვიტე. რომელიღაც პაპარაცმა ცოლთან ერთად ყოფნისას ფოტო გადამიღო. მოურინიომ სურათი რაიოლას (აგენტს) გაუგზავნა".
"ეს არ მომეწონა. საერთოდ არ მომეწონა. მოურინიოს ვუთხარი: "სერიოზულად? ტრავმირებული ვარ, მაგრამ დღეში სამჯერ მოვდივარ სავარჯიშოდ. სხვა ფეხბურთელებს არ ვგევარ".
"ჩემთვის შექმნილი სიტუაცია ახალი იყო. მწვრთნელთან პრობლემებს მიჩვეული არ ვარ. მაგრამ ხვალ რომ მოურინიოს შევხვდე, მასთან ერთად გავიცინებ. მასზე გაბრაზებული არ ვარ", - ციტირებს 29 წლის ფრანგის სიტყვებს Daily Mail.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი "ეშმაკუნებს" 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა, ხოლო პოგბა გუნდში 2016 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა და ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა.