ავტორიზაცია

ბარსა სუარესს შესაძლო დაბრუნებაზე დაუკავშირდა, პასუხმა არ დააყოვნა — ლუისს კიდევ 3 კლუბი ეპატიჟება

ბარსა სუარესს შესაძლო დაბრუნებაზე დაუკავშირდა, პასუხმა არ დააყოვნა — ლუისს კიდევ 3 კლუბი ეპატიჟება
თარიღი 23 ივნ 2022, 22:58

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ყოფილ თავდამსხმელს, ლუის სუარესს დაუკავშირდა, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც კი ურუგვაელის "ატლეტიკოდან" წასვლა დადასტურდა, კატალონიელებმა 35 წლის ფეხბურთელს შესაძლო დაბრუნების განსახილველად მიმართეს.

"ბარსამ" სუარესს უმალვე აცნობა, რომ კლუბისთვის სათადარიგო ვარიანტია: აგვისტომდე დალოდება სთხოვა, რადგან "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკია.

სუარესმა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მადლობა გადაუხადა, მაგრამ უარი შეუთვალა. მას "სევილიას", "ვილიარეალისა" და "რივერ პლეიტის" წინადადებები უდევს მაგიდაზე - ლუისს გარისკვა და აგვისტომდე ლოდინი არ უნდა, რადგან შეიძლება რომელიმე ამ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას.

გასულ სეზონში გამოცდილმა სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკოს" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.