ავტორიზაცია

ერერა: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, პირველივე სეზონში ისტორიული რეკორდი დაამყარა"

ერერა: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, პირველივე სეზონში ისტორიული რეკორდი დაამყარა"
თარიღი 23 ივნ 2022, 23:34

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ პარიზული კლუბის რიგებში თავდამსხმელ ლიონელ მესის სადებიუტო სეზონი შეაფასა.

"მისგან სეზონში 50 გოლს ითხოვენ. ამიტომაც, თუ ვერ იტანს, ხალხი ყბედობას იწყებს", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს AS-ი.

"გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლეომ ლიგა 1-ში ისტორიული რეკორდი დაამყარა: 10-ჯერ მოარტყა ბურთი ხარიხას! კიდევ 10 გოლი რომ გაეტანა, შესაძლებელი იქნებოდა ლეოს ძალიან კარგ სეზონზე გვესაუბრა".

"თუმცა, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ახლა მისით უფრო აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, თუ როგორი თავმდაბლობით ასრულებს თავის ყოველდღიურ სამუშაოს, ყოველთვის უღიმის ხალხს".

"კილიანსაც (მბაპე) ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია ლეოს გვერდით თამაშით. ის ბურთს საჭირო ადგილას გადაგზავნის, მბაპე კი თავისი სისწრაფის ხარჯზე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდება - ასეთ სიტუაციებში მომაკვდინებელია", - დასძინა ერერამ.