ავტორიზაცია

სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის შესახებ: "დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია"

სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის შესახებ: "დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია"
თარიღი 24 ივნ 2022, 00:16

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.

"ჯერჯერობით, სიტუაცია ცალსახაა. 12 ივლისი ახალ სეზონში მისი პირველი სამუშაო დღეა და ბაზაზე ველოდები. მაგრამ ახლა ამ საკითხით არ ვარ დაკავებული, სხვა საქმეებიც მაქვს. ამავდროულად, ვითარება ჩაწყნარდა".

"აგენტ პინი ზაჰავისთან კარი საუბარი მქონდა, ნამდვილად ვიყავი მალიორკაზე. ოლივერ კანიც იყო. ვილაპარაკეთ, ორივე მხარემ განმარტა თავისი პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში არ ჩავეძიეთ, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა".

"დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. რობერტი პროფესიონალია, დიდი მიზნები აქვს. აი, რატომ არის შესაძლებელი ყველაფრის დალაგება".

"მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ მასთან კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. 12 ივლისს მიუნხენში ველოდებით", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" მენეჯერის სიტყვებს Sky Sport Deutschland-ი.