AS: რონალდუმ მანჩესტერის დატოვება გადაწყვიტა და პირველი სერიოზული მსურველი უკვე გამოუჩნდა!
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, პორტუგალიელმა "ეშმაკუნების" რიგებიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნია, რომ მანიკუნიანელებს ტიტულების მოგების შანსები არ აქვთ.
37 წლის სუპერვარსკვლავი შესაძლოა "ბაიერნმა" იყიდოს. მიუნხენელები ამ ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ გუნდის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ამ ზაფხულს სამუშაო ადგილს შეიცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს გარემოცვამ "რეკორდმაისტერის" მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ იცის.
გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.