Record: რონალდუ ნერვული აშლილობის ზღვარზეა და მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლაზე ფიქრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შეიძლება "ეშმაკუნების" რიგები დატოვოს.
როგორც ცნობილი პორტუგალიური გამოცემა Record-ი იტყობინება, 37 წლის სუპერვარსკვლავს სატრანსფერო ბაზარზე კლუბის არადამაჯერებელი მუშაობა აწუხებს.
კრიშტიანუ "ნერვული აშლილობის" ზღვარზეა და ახლობლებთან საუბრისას აღიარებს, რომ ახალი გუნდის ძიებას დაიწყებს, თუ მანიკუნიანელები შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად არ იზრუნებენ - განსაკუთრებით კონკურენტების გაძლიერების ფონზე.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის ხელში ჩაგდებით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება, რომელიც მას ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს.
გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.