ავტორიზაცია

ერერა ჩემპიონთა ლიგაზე: "პსჟ რეალზე ერთი თავით მაღლა იდგა და ბაიერნთან გამართული ფინალიც უნდა მოეგო"

ერერა ჩემპიონთა ლიგაზე: "პსჟ რეალზე ერთი თავით მაღლა იდგა და ბაიერნთან გამართული ფინალიც უნდა მოეგო"
თარიღი 24 ივნ 2022, 10:41

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული გუნდის წარუმატებლობის შესახებ ისაუბრა.

– მნიშვნელოვანი საკითხია - რატომ არ აქვს "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგა დღემდე მოგებული?

"ორი წლის წინ, "ბაიერნთან" გამართულ ფინალურ მატჩში ბევრი მომენტი გავანიავეთ. ჩვენ უნდა მოგვეგო, ეს დამსახურებული იქნებოდა".

"ამავდროულად, ფეხბურთი რთული საქმეა, აქ ორს პლიუს ორი ყოველთვის ოთხი არ არის. ამ სეზონში 160 წუთის განმავლობაში "რეალზე" უკეთესები ვიყავით, მაგრამ 20-წუთიანი გაბრწყინება ეყოთ ჩვენს დასამარცხებლად. ასეთია ფეხბურთი და სწორედ ამიტომ გვიყვარს".

"რეალის" დამსახურების დაკნინება არ მინდა. მათში ნამდვილად არის რაღაც განსაკუთრებული, რისი მოწმენიც გავხდით. ისღა დაგვრჩენია, ამ გუნდის ნებისყოფის ძალის წინაშე ქედი მოვიხაროთ. მაგრამ ვფიქრობ, ერთი თავით ძლიერები ვიყავით".

– "ბერნაბეუზე" მომხდარი ფსიქოლოგიას უფრო უკავშირდება, ვიდრე ფეხბურთს?

"არა, ასე არ ვფიქრობ. ზოგადად, 1:1-მდე ძალიან კარგები ვიყავით, 1:1-სა და 1:2-ს შორის კი ძალიან პატარა დრო იყო. საბოლოოდ კი მატჩი 1:3 დასრულდა", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს AS-ი.