ავტორიზაცია

"ეს მხოლოდ დასაწყისია", - რონალდუ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის პარტნიორი გახდა

"ეს მხოლოდ დასაწყისია", - რონალდუ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის პარტნიორი გახდა
თარიღი 24 ივნ 2022, 10:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ბლოკჩეინ ეკოსისტემა Binance-ის პარტნიორი გახდა.

"მოხარული ვარ გამოვაცხადო Binance-სთან თანამშრომლობის შესახებ. ერთად NFT-ის სამყაროს შევცვლით და ფეხბურთს შემდეგ დონეზე ავიყვანთ".

"ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

კრიპტოვალუტის ბირჟა Binance 2017 წელს დაფუძნდა, უკვე 2018 წელს კი მსოფლიოს ყველა კრიპტო ბირჟას შორის ვაჭრობის მოცულობით ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Binance-მა საკუთარი NFT სავაჭრო პლატფორმა შექმნა.