ავტორიზაცია

ზიდანი: "საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბრაზილიასთან ჩავატარე, ტრავმით ვთამაშობდი"

ზიდანი: "საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბრაზილიასთან ჩავატარე, ტრავმით ვთამაშობდი"
თარიღი 24 ივნ 2022, 11:09

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ზინედინ ზიდანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა.

მოგეხსენებათ, მეოთხედფინალში "მამლები" ბრაზილიას დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს - 1:0.

"ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი საფრანგეთის ნაკრების მაისურით. ტრავმით ვთამაშობდი", - ციტირებს ზიზუს სიტყვებს L'Equipe.

"ესპანეთთან (1/8 ფინალურ მატჩში) დავშავდი, როცა ჩვენი გუნდის მესამე გოლი გავიტანე. ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ამის შესახებ არავინ იცოდა".

"სამედიცინო შემოწმება გავიარე და მაცნობეს, რომ ბრაზილიასთან ვერ ვითამაშებდი. ვთქვი: "რა? შეუძლებელია ბრაზილიასთან ვერ ვითამაშო!".

"ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა მოედანზე გავსულიყავი, რადგან ეს ძალიან მინდოდა. და ვითამაშე კიდეც!".

"მაშინ ჩემთვის ნებისმიერი მატჩი შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო. ჩემს გონებაში იმდენი რამ ხდებოდა, რომ უბრალოდ არ შემეძლო ბრაზილიასთან თამაშზე უარის თქმა. მინდოდა თითოეული წამით სიამოვნება მიმეღო", - დასძინა ზიდანმა.