ავტორიზაცია

მოლაპარაკებებში პროგრესი შეიმჩნევა — ლევანდოვსკი ბარსელონას უახლოვდება?!

მოლაპარაკებებში პროგრესი შეიმჩნევა — ლევანდოვსკი ბარსელონას უახლოვდება?!
თარიღი 24 ივნ 2022, 11:44

"ბარსელონა" მზად არის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, კატალონიელებმა მიუნხენურ გრანდს აღნიშნული წინადადებით უკვე მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთნახსენები 40 მილიონიდან 35 ფიქსირებულია, დანარჩენი 5 კი სხვადასხვა ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.

თავის მხრივ, "რეკორდმაისტერს" 40 მილიონის მიღება ყოველგვარი ბონუსის გარეშე სურს. აქამდე იწერებოდა, რომ მიუნხენელები 50 მილიონის გამომუშავებას გეგმავდნენ.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, თუმცა კლუბიდან წასვლა ამ ზაფხულსვე სურს.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.