ავტორიზაცია

"რეალში თამაშზე მეც დიდი ხანი ვფიქრობდი", - ერერა მბაპეს პსჟ-ში დარჩენას ეხმაურება

"რეალში თამაშზე მეც დიდი ხანი ვფიქრობდი", - ერერა მბაპეს პსჟ-ში დარჩენას ეხმაურება
თარიღი 24 ივნ 2022, 12:28

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ანდერ ერერა თანაგუნდელ კილიან მბაპეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც პარიზულ კლუბში დარჩა და კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

"ხალხი არ ეკითხებოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მსგავსი სიტუაცია მქონდა. ვცდილობდი არაფერი გამეხმაურებინა, თანაგუნდელები კი ხელს მიწყობდნენ მშვიდად ყოფნაში. დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ მადრიდში ვითამაშებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არ მოხდა".

"ამ ბიჭის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პატივი უნდა ვცეთ პარიზის გარეუბანში დაბადებული ბიჭის გადაწყვეტილებას, რომელსაც "პსჟ"-ს აკადემიაში განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონია, რადგან "მონაკოში" ნაადრევად გადავიდა, მაგრამ გადაწყვიტა თავისი ქალაქის კლუბში ისტორია დაწეროს".

"მისი გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია - მის მიერ შერჩეულმა დრომ გაგვაკვირვა. ვფიქრობდით, რომ ეს ერთი კვირით ან ათი დღით გვიან მოხდებოდა. გახარებულები ვართ, გავაგრძელებთ სიამოვნების მიღებას იმ ფეხბურთელთან ერთად მუშაობით, ვისაც შეუძლია უახლოესი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ იქცეს".

"ვფიქრობ, "რეალში" შეეძლო ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო, "პსჟ"-ში კი შეუძლია კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს", - ციტირებს ერერას სიტყვებს AS-ი.