ავტორიზაცია

ტოტენჰემში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა — ერიქსენი არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს

ტოტენჰემში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა — ერიქსენი არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს
თარიღი 24 ივნ 2022, 13:20

"ბრენტფორდის" ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი არჩევანს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და თავის ამჟამინდელ კლუბს შორის გააკეთებს.

ფინანსურად მანიკუნიანელთა წინადადება უფრო მომგებიანია, მაგრამ ერიქსენის ოჯახი ლონდონში ცხოვრებას უკვე მიჩვეულია და ინგლისის დედაქალაქის დატოვება არ სურს.

ამასთანავე, კრისტიანის "ტოტენჰემში" დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "დეზები" როდრიგო ბენტანკურსა და ივ ბისუმას უფრო ენდობიან, ერიქსენს კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ ნახევარმცველს "ბრენტფორდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს.