ავტორიზაცია

ინტერს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — რა შემთხვევაში ეცდება რეალი დიბალას ხელში ჩაგდებას?

ინტერს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — რა შემთხვევაში ეცდება რეალი დიბალას ხელში ჩაგდებას?
თარიღი 24 ივნ 2022, 13:25

"რეალის" ხელმძღვანელობა "იუვენტუსის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელ პაულო დიბალას ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

მადრიდული გრანდი არგენტინის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს წინადადებით იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მარკო ასენსიო გუნდს დატოვებს, წერს ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი.

თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველისადმი ყურადღებას "ლივერპული" იჩენს. ასენსიოს "სამეფო კლუბთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, დიბალა 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და როგორც აქამდე გახდა ცნობილი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში "ინტერს" შუერთდება.

პაულომ გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.