ავტორიზაცია

"ხავისა და ინიესტას დონეზე ვაყენებ", - ანდერ ერერამ საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

"ხავისა და ინიესტას დონეზე ვაყენებ", - ანდერ ერერამ საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
თარიღი 24 ივნ 2022, 13:30

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ პარიზული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, მარკო ვერატი შეაქო.

– ბევრი შესანიშნავი ნახევარმცველის გვერდით გითამაშიათ, როგორებიც არიან ტიაგო, გაბი (ფერნანდესი), პოგბა, ვერატი... რომელს გამოარჩევ?

"ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. საუკეთესო, ვისთან ერთადაც მითამაშია, ვერატია, მაგრამ ძალიან კარგი თანაგუნდელები მყოლია. შვაინშტაიგერიც ავიღოთ, რომელიც "ემიუში" კარიერის მიწურულს მოვიდა, თუმცა მისთვის თვალყურის მიდევნება წარმოუდგენელი იყო".

"მიუხედავად ამისა, ჩემთვის განსაკუთრებული მაინც ვერატია. ფეხბურთელი ყოველთვის თამაშზე ფიქრობს, მაგრამ თუ ის შენს პოზიციაზე ასპარეზობს... სხვა რა ვთქვა (იცინის). მას ხავისა და ინიესტას დონეზე ვაყენებ", - ციტირებს ერერას სიტყვებს AS-ი.