ავტორიზაცია

ძანიოლოსთვის ბრძოლაში ტოტენჰემიც ჩაერთო, რომამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ფასი დაადო

ძანიოლოსთვის ბრძოლაში ტოტენჰემიც ჩაერთო, რომამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ფასი დაადო
თარიღი 24 ივნ 2022, 13:38

"ტოტენჰემი" "რომას" შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოსთვის ბრძოლაში ჩაერთო, იტყობინება Sky Sport-ი.

"დეზების" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი 22 წლის იტალიელის შესაძლო ტრანსფერზე "მგლების" მენეჯერს, ტიაგო პინტოს დაუკავშირდა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ძანიოლოს ხელში ჩაგდება "მილანსა" და "იუვენტუსსაც" სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, "რომა" ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს და მას 2024 წლის ივნისამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.

გასულ სეზონში ძანიოლომ ყველა ტურნირზე ერთად რომაელთა ღირსება 42 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.