ავტორიზაცია

ასენსიომ მილანსა და ლივერპულს შორის არჩევანი გააკეთა

ასენსიომ მილანსა და ლივერპულს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 24 ივნ 2022, 13:43

"რეალის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო ასენსიო "მილანში" გადასვლას აპირებს, იტყობინება ცნობილი გამოცემა Sport.es-ი.

ესპანეთის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელის აზრით, "როსონერის" რიგებში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ვიდრე მის ამჟამინდელ კლუბში ან "ლივერპულში".

"მილანში" ტრანსფერს ხელი შესაძლოა მაღალმა ხელფასმა შეუშალოს. იტალიური გრანდი, მერსისაიდელებისგან განსხვავებით, ასენსიოს წლიურად 6 მილიონ ევროს ვერ სთავაზობს - სწორედ ამ თანხას გამოიმუშავებს მარკო "რეალში".

აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბთან" ესპანელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

გასულ სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.