ავტორიზაცია

საქმეში დაახლოებით 10 კლუბია ჩართული — იოვიჩმა სასურველი გუნდი უკვე შეარჩია

საქმეში დაახლოებით 10 კლუბია ჩართული — იოვიჩმა სასურველი გუნდი უკვე შეარჩია
თარიღი 24 ივნ 2022, 17:20

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა შეარჩია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება სურს.

ასე და ამგვარად, 24 წლის სერბი ამ ზაფხულს "ფიორენტინაში" გადასვლას აპირებს, წერენ იტალიური გამოცემები.

"ბლანკოსის" შემტევის ხელში ჩაგდებისთვის დაახლოებით 10 კლუბი იბრძვის, თუმცა თავად ფეხბურთელს ფლორენციულ კლუბში უნდა თამაში, სადაც მისი თანამემამულე, ნიკოლა მილენკოვიჩი ირიცხება.

თავის მხრივ, "რეალი" მზად არის იოვიჩი იჯარით გაუშვას, თუმცა შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად მადრიდული გრანდის ღირსება 19 მატჩში დაიცვა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.