ავტორიზაცია

Sky Sports: რონალდუს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

Sky Sports: რონალდუს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს
თარიღი 24 ივნ 2022, 17:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სატრანსფერო ბაზარზე "ეშმაკუნების" დაბალი აქტიურობით უკმაყოფილოა და ამის გამო შეიძლება კლუბიდან წავიდეს.

თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, 37 წლის ფეხბურთელი სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს და ივლისის დასაწყისში წინასასეზონო მზადებას "იუნაიტედთან" ერთად დაიწყებს.

მოგეხსენებათ, რონალდუს "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.