ავტორიზაცია

უზარმაზარი ციფრები — ცნობილია თანხა, რომელიც პსჟ-მ მესის ტრანსფერით გამოიმუშავა

უზარმაზარი ციფრები — ცნობილია თანხა, რომელიც პსჟ-მ მესის ტრანსფერით გამოიმუშავა
თარიღი 24 ივნ 2022, 19:31

თავდამსხმელ ლიონელ მესის შეძენით "პარი სენ ჟერმენმა" ერთ წელიწადში დაახლოებით 700 მილიონი ევრო გამოიმუშავა, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხაში გათვალისწინებულია საიმიჯო უფლებებით, მარტკეტინგითა და მატჩების ჩატარებით შემოსული ფული.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, 35 წლის არგენტინელის ტრანსფერის შემდეგ "პსჟ"-მ 10 ახალი სპონსორული კონტრაქტი გააფორმა და სოცქსელებში კლუბის გამომწერთა რაოდენობა 15 მილიონამდე გაზარდა. პარიზელებმა პირველად გაყიდეს ერთი ფეხბურთელის მილიონზე მეტი მაისური.

დღეს, 24 ივნისს, მესი თავის 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. საფრანგეთის დედაქალაქში იგი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

"პსჟ"-ში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ლეომ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი გააკეთა. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა კიდევ ერთ წელზეა გათვლილი.