ავტორიზაცია

ტრანსფერი ახლოვდება: კვერკველიამ საქართველოს ჩემპიონატი დატოვა!

ტრანსფერი ახლოვდება: კვერკველიამ საქართველოს ჩემპიონატი დატოვა!
თარიღი 24 ივნ 2022, 22:02

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია მალე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, კვერკველია "გაგრას" ზაფხულამდე უსასყიდლოდ ეხმარებოდა და გუნდი მან უკვე დატოვა.

დიდი ალბათობით, კვერკველიას ახალი კლუბი ბუქარესტის "სტიაუა" იქნება, რაზეც ბოლო დღეებში აქტიურად იწერება.

კვერკველიამ "გაგრას" მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მან ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მაისურით 2 შეხვედრა ჩაატარა.