ავტორიზაცია

ტრანსფერი გაგრადან აზერბაიჯანში - მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს!

ტრანსფერი გაგრადან აზერბაიჯანში - მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს!
თარიღი 24 ივნ 2022, 23:05

დავით ვოლკოვისა და მერაბ გიგაურის შემდეგ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში კიდევ ერთი ფეხბურელი ითამაშებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "გაგრას" 26 წლის შემტევი მათე კვირკვია კარიერას "კაპაზიში" გააგრძელებს, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში გამოდის.

კვირკვია მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია, მან "გაგრას" გამარჯვებებში მთავარი წვლილი შეიტანა, როცა "დილას" და "დინამო თბილისს" გადამწყვეტი გოლები გაუტანა.

მიმდინარე სეზონში კვირკვიამ "გაგრას" მაისური 18-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი